საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-03

ებრაელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ებრაელ ძმებს გულითადად ვულოცავ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ეს დღესასწაული ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან გამოხსნას უკავშირდება. ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ზეიმი, დღესასწაული, რომელიც მთელ კაცობრიობას აჩვენებს თავისუფლების სიყვარულის ძალას.
ჩვენ ებრაელებთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი თანაცხოვრების ისტორია არის ორი ხალხის ძმობის უნიკალური მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის.
ვუსურვებ ებრაელ ხალხს მშვიდობას, ბედნიერ მომავალს, დიდ წარმატებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი