საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-02

"ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდებათ. ყოველი ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს სრულად რეალიზების საშუალება მივცეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ადამიანების მიმართ წლების განმავლობაში სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობდა და მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს უფრო მეტად აცნობიერებს ამგვარი სტერეოტიპების რღვევის აუცილებლობას, უფრო ცივილიზებულად უდგება ამ საკითხს და მორალურად ეხმარება მათ. მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ განათლებისა და შრომის პირობები და ხელი შეეწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა, თბილისის მერიასთან ერთად, რამდენიმე თვეში სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური