საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 27 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-01-27

2014 წლის 27 იანვარს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 32 საკითხი განიხილეს, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 32 საკითხი, გადაიდო 1 საკითხი.
სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განსახილველ ორ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. საქმე ეხება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის დარეგულირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაევალა კანცელარიას და დღეიდან წერტილი დაესმევა იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელსაც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა.
მანვე ისაუბრა კანონპროექტზე, რომლის ინიციატორიც არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. საუბარია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" დამტკიცებაზე". პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თემას ხშირად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის. ახალი ხელისუფლების პირობებში რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური