საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 16 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014 წლის 16 იანვარს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 27 საკითხი განიხილეს, დაემატა 4 საკითხი, დამტკიცდა 31 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიცირებული რამდენიმე საკითხი დაამტკიცა. მათ შორის, საკითხი, რომელიც ახალი იურიდიული პირის - "სასწრაფო დახმარების მართვის" ბიუჯეტის დამტკიცებას შეეხება. საუბარია რაიონული სასწრაფოებისა და სოფლის ექიმების მართვის გადმოსვლაზე სახელმწიფოს გამგებლობაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ორი სადაზღვევო კომპანიის - "ქართუს" და "არქიმედეს" ბენეფიციარების ანაზღაურების მეთოდოლოგიის შესახებ დადგენილებას შეეხებოდა. დღეიდან, მათზე გავრცელდება იგივე პრივილეგიები, რაც საყოველთაო ჯანდაცვასა და შესაბამის მიზნობრივ სადაზღვევო პროგრამებს გააჩნიათ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური