საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

2014-02-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 31 იანვარს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც კონფერენციის მონაწილეთათვის გამართულ საზეიმო მიღებას დაეწრო.
1-ელ თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა."
ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაში მონაწილე პირებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმდინარე რეფორმებზე. გაიმართა დისკუსია ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შედგა საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველოს მოლოდინზე ევროატლანტიკურ პროცესებში.
სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. პრემიერი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ჯონ მაკკეინს, გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ფრედერიკ კემპეს, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჩარ ჰაგელს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუსეკს, ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ჰენრი კისინჯერს, ულრიხ გრილოს.
მიუნხენში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ FOCUS-ს, ასევე ტელეკომპანია ZDF-ს.
საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 2 თებერვალს დატოვა. დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.