საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა ევროპარლამენტის წევრებს ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-16

ევროპარლამენტის წევრებს

სტრასბურგი
საფრანგეთი
თბილისი
2014 წლის 16 დეკემბერი

პატივცემულო ევროპის პარლამენტის წევრებო,

ხუთშაბათს თქვენი პალატა კენჭს უყრის საქართვლოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. გწერთ, რათა ქართველი ხალხის სახელით წინასწარ მოგიხადოთ მადლობა მხადაჭერისათვის ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გაფართოებული რეგიონის ისტორიაში ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.

მართალია, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა ბევრ გამოწვევას წააწყდა, ჩემს ქვეყანაში მან დიდ წარმატებას მიაღწია, რაც ევროკავშირისთვის საამაყო უნდა იყოს. მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტების მთელი რიგი ჩვენი პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფას. მიუხდავად იმისა, რომ ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების გზაზე ჩვენ დავდექით ბევრი გამოწვევის წინაშე და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ჩვენ მაინც განუხრელად მივიწევთ სწორი მიმართულებით.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უზრუნველყოფს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბაზას რეფორმების გასაგრძელებლად, ხოლო ევროინტეგრაციის გაღრმავების პერსპექტივა არის ის მიზანი, რომლის მიღწევისათვის საქართვლოს მოქალაქეები და მათი ლიდერები მზად არიან იბრძოლონ.

ხელშეკრულების განხოციელებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კვალდაკვალ სწრაფად იზრდება ვაჭრობა და ინვსტიციები. შემდგომი ინსტიტუციური რეფორმები და შესაძლებლობების გაზრდა განამტკიცებს სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულად განლაგებულ საქმიან ცენტრს და უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ენერგოესუსების სატრანზიტო მარშუტს. ჩვენ ვართ და დავრჩებით ევროკავშირისა და ნატოს სანდო მოკავშირეები ჩვენს არასტაბილურ რეგიონში და გამოვთქვამთ მზადყოფნას, კვლავაც შევიტანოთ წვლილი რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

ევროპალამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას აქვს უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა საქართვლოსთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ევოკავშირის წევრი ქვეყნების პალამენტებიც მიბაძავენ ევროპარლამენტის მაგალითს. ასოცირების ხელშეკულების სრული ამოქმედება იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურყევი გადაყვეტილების მკაფიო დემონსტრირება ჩვენი საზიარო ღირებულებების დაცვასა და აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშესახები შედეგები, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობითა და დამთავრებული უვიზო მიმოსვლით, ჩვენს ხალხს მოუტანს მყისიერ სარგებელს, ხოლო გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს გაფართოებულ რეგონში მშვიდობას, დემოკრატიას, გზაიარების პრაქტიკასა და კეთილდღეობას.

ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჩვენს კონტინენტზე ახალი გამყოფი ხაზების შექმნა. ამ თანამშრომლობის წყალობით, მომავალ თაობებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ, ვიდრე მათ წინამორბედებს.

კიდევ ერთხელ, გმადლობთ უწყვეტი და ფასდაუდებელი მხადაჭერისთვის.

პატივისცემით,

ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი