საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

მთავრობათაშორისი შეთანხმების პარაფირება ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-12

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პარაფირება გაუკეთეს მდინარე დებედზე, „სადახლო - ბაგრატაშენის" გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორისი შეთანხმების ტექსტს. ასევე, გაფორმდა ოქმი, რომელიც ითვალისწინებს წლის ბოლომდე აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააცილებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური