საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-09

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის უპრეცედენტო ზრდა, ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

· ლარის კურსი მყარდება

· ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს

· 2014 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით აღემატება

· საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე დასრულებულია

„ჩემი მთავარი დასაყრდენია ჩემი სიმართლე, რითაც აქამდე მოვედი ცხოვრებაში. მე ასე ვმუშაობ. მინდა დავამშვიდო ადამიანები, რომლებიც ფარისევლურად ღელავდნენ, თითქოს საყრდენი გამომაცალეს. მე ძალიან მყარად ვდგავარ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური