საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.

მთავრობის მეთაური დაინტერესდა, რამდენად არის მზად რეგიონები ზამთრის სეზონისთვის. გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური