საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ფერერო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

„ფერერო ჯგუფი" საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ფერერო ჯგუფის" წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ფერერო ჯგუფის" მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.
23 მაისს „ფერერო ჯგუფი" საზოგადოებას საქართველოში საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრას „ფერერო ჯგუფის" შესყიდვების დირექტორი არდუინო ბორგონიო, „აგრიჯორჯია"-ს აღმასრულებელი მენეჯერი დანიელე დელაჩა, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ეკონომიკური ატაშე ფაბრიციო ბოვინო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური