ბესიკ ამირანაშვილი
დაბადების თარიღი: 1985 წლის 28 აგვისტო.
განათლება: 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
სამუშაო გამოცდილება:
2007-2008 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი;
2008 წელს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
2008-2009 შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორისსამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
2009-2011 შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; დეტექტივ-გამომძიებელი;
2011-2012 შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2012-2013 შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2013-2014 შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;
2014-2015 შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;
2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი;
2015-2016 შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
2016–2017 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
2018 წელს, იმერეთის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი