საქართველოს მთავრობა – სტატისტიკა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

2013 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის კანცელარიში რეგისტრირებულია სულ 152 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ პასუხი გაეცა 131 მოთხოვნას (მათ შორის 8 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცულ საჯარო ინფორმაციას); 14 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად; 5 განცხადებაზე კი მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის კანცელარია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.