საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში „ისტორიული 7 ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარება

2021-08-13

თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში "ისტორიული 7 ბორცვის" ტურისტული მარშრუტის განვითარება.

პროექტის მიხედვით, ზუზუმბოს გორაზე მოეწყობა პარკინგი და ბილიკი, ზუზუმბოსა და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი და ხიდამდე მისასვლელი გზა, ასევე ბილიკი მოეწყობა დაბახნევის ბორცვსა და გიგოს გორაზე, რეაბილიტირდება ერეკლე ll-ის ქუჩა, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, ცენტრალური ქუჩა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფი.

პროექტის დასრულების შედეგად, თელავს ექნება კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად განვითარებული მიმართულება , რაც მას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად აქცევს.