საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშვო ბაღები აშენდა

2021-03-13

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა.

სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა, ხოლო ვერტყვიჭალაში ბავშვებს სასწავლებლად სიარული ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ.

ახალი ბაღები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 55 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.