საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფოს მხარდაჭერით ქარელში კომბინირებული საკვების  საწარმო გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ქარელის მუნიციპალიტეტში კომბინირებული საკვების  საწარმო შეიქმნა

შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 571,200 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,480 ლარია,  285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.