საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გურიაში სოფელ შრომაში და სოფელ გუთურში საჯარო სკოლები აშენდა ამოსაბეჭდი ვერსია

გურიის რეგიონში დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მშენებლობა.
მიმდინარეობს კიდევ 3 სკოლის მშენებლობა და 8 სკოლის რეაბილიტაცია.
გურიის რეგიონში 13 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ჯამურმა ღირებულებამ 33.8 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი, 100 სკოლაში ახორციელებს.
2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის.
2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის.
2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგადაც 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია.