საქართველოს მთავრობა – სიახლეები

300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად უკვე რეგისტრირებულია 40 372 განაცხადი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-11

გრძელდება 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. დღეის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში უკვე რეგისტრირებულია 40 372 განაცხადი.

300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია (https://eservices.rs.ge) შესაძლებელია ნებისმიერი ვებბრაუზერით: Mozilla Firefox, Opera, Safari, GOOGLE CHROME, Internet Explorer და სხვა.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ სისტემაში ახალ მომხმარებლად რეგისტრაცია, უკვე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრის შეცვლა, მომხმარებლის სახელისა და პაროლს შეხსენება, ან/და სხვა მიზეზით ვერ სარგებლობთ თქვენი ავტორიზებული ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, ვიდეო ზარის საშუალებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრის - 2 299 299 ოპერატორს და Internet Explorer ბრაუზერით მიიღოთ აღნიშნული ელექტრონული სერვისები;

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.