საქართველოს მთავრობა – სიახლეები

Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია

2020-12-03

Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება" საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

კორუფციის რისკისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.

► რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს.

მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის ინდიკატორით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა კანადა, იაპონია, ლუქსემბურგი, ირლანდია, აშშ, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, მეზობელი ქვეყნები და სხვ.

ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულების ინდიკატორით საქართველო უსწრებს საფრანგეთს, მალტას, რუმინეთს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს, უკრაინას, უნგრეთს, თურქეთს, მოლდოვას და ა.შ.

,,მთავრობის და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობის" ინდიკატორით საქართველო უსწრებს იტალიას, ისრაელს, მალტას, ჩეხეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და ა.შ.

„სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების ზედამხედველობის" ინდიკატორით საქართველო უსწრებს რუმინეთს, უკრაინას, მოლდოვას, სერბეთს, უნგრეთს, სინგაპურს, თურქეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს და სხვ.

► TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნესასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

წყარო: https://matrixbrowser.traceinternational.org/#tab-6235-6