საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო ქულათა ისტორიული მაქსიმუმით მსოფლიოში 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-04

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო ქულათა ისტორიული მაქსიმუმით მსოფლიოში 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა (37-ე ადგილი), რეიტინგის 7-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი საქართველო მსოფლიოში პირველია.

რეიტინგის ერთ-ერთი მაჩვენებლით - მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველო 30 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა.

ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და სხვ.

კონკურენტუნარიანობის ინდექსის ჯამური შეფასებით საქართველო უსწრებს ფართო რეგიონში ყველა ქვეყანას. ასევე საქართველო უსწრებს მოწინავე ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი, სინგაპური , ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

GSC index 2013-ის მიხედვით (რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს) საქართველო მსოფლიოში 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა(94-ე) და ნეპალს(96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილითაა გაუმჯობესებული.

ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს (World Bank Indicator database, various UN agencies (UNDP, UNEP, UNICEF, FAO, WHO, WMO, www.data.un.org ), the International Monetary Fund (IMF), and other nongovernmental organizations (including Transparency International, Reporters without Borders, The New Economics Foundation, The Institute for Economics and Peace, The Fund For Peace, the Joint Global Change Research Institute).


წყარო: http://solability.com/