საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-31

Cityam: მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი

გამოცემა Cityam დეივიდ ლიდინგტონი, ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას, ჯარისკაცებს მოკავშირეთა მისიებში აგზავნის ავღანეთში და გაერთიანებულ სამეფოს უჭერს მხარს სეილსბერში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის მოკვლევაში.

დეივიდ ლიდინგტონი ბორის ჯონსონის განცხადებას ციტირებს, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით.

,,მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი. თავის დროზე უილიამ ჰეიგის მთავრობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის წლიურ დიალოგზე დავიწყე მუშაობა. ბრიტანეთის ფასეულობები ყოველთვის მოიცავს პლურალიზმის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას. ჩვენ გვსურს საქართველოს მსგავსმა ახალმა დემოკრატიებმა მეტი კეთილდღეობა და პოლიტიკური სტაბილურობა იქონიონ. საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას.

,,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე ბორის ჯონსონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მართალი იყო. საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის. საქართველოს სხვა მეგობრების მსგავსად, იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს ლიდერების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და გაძლიერების მომსწრენი გავხდებით", - აცხადებს ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და სტატიას აქვეყნებს.

წყარო: https://www.cityam.com/as-georgia-heads-to-the-polls-democracy-and-prosperity-hang-in-the-balance