საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-27

გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის შესრულება და მასშტაბური სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს.

2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით.

მთავრობის სამწლიანი გეგმის (2019-2021) დასრულების შემდეგ, სისტემაში ჩართული იქნება 1.4 მილიონამდე აბონენტი და საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს.

საქართველოში გაზიფიცირების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი მასშტაბისა და რელიეფის მქონე ევროპის ქვეყნებს შორის:

საქართველო 90.3%
უკრაინა 70.7%
მოლდოვა 54.7%
ლატვია 52.3%
თურქეთი 50.4%
პოლონეთი 48.4%
რუმინეთი 45.8 %
სერბეთი 11.2%

2019-2021 წლების გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება. სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. 2013-2021 წლებში გაზიფიცირებაზე ჯამურად 659 მლნ. ლარამდე დაიხარჯება.

წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიციკაცია. 2013 წლიდან დღემდე გაზგამანაწილებელ ქსელში 74 დასახლება და 16 500-ზე მეტი აბონენტი ჩაერთო.