საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პირველად ისტორიაში თავდაცვის ძალები ქართული წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-08

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი" გადაეცა, მათ შორის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.

ჯავშანმანქანები თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი.