საქართველოს მთავრობა – სიახლეები

„ქართუს“ დაფინანსებით ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-06

ფონდმა „ქართუმ" დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც ფონდის დახმარებით, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ცენტრალური პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტპარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის. პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

პარკის დაპროექტებას ჰოლანდიელი, უმაღლესი კვალიფიკაციის და გამოცდილების სპეციალისტები ახორციელებენ და დაგეგმარების პროცესში პროფესიონალი ლანდშაფტის დიზაინერები და ფლორისტები მონაწილეობენ.