საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-22

2020 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა!

აღსანიშნავია, რომ პანდემიით შექმნილ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფო 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი;

ცხელი ხაზი: 1501