საქართველოს მთავრობა – სიახლეები

UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვების საყოველთაო ფულადი დახმარება ეფექტიანი მოდელია ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-22

UNICEF-ის კვლევის თანახმად, 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტიანი მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად; ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება

კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავისურის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებული ფულადი დახმარების პროგრამების შესაძლო ეფექტი. კვლევის შედეგების მიხედვით პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებს სიღარიბის საპროგნოზო მაჩვენებლებს.

კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.