საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ ამოსაბეჭდი ვერსია

მას, ვინც არის ან სურს გახდეს მეწარმე, ფერმერი, ან ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში, პროექტი შესაძლებლობას აძლევს უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს წვდომა და გამარტივებული მომსახურება მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში მოქალაქეები შეძლებენ ინფორმაციის მიღებასა და განაცხადების შევსებას სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. ამისთვის მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.

ასევე, პროექტის ფარგლებში მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/, სადაც მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის შესახებ და შეავსოს განაცხადი.