საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რიგით 81- საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ჩოხატაურში გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-17

რიგით 81- საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ჩოხატაურში გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი ჩოხატაურისა და მიმდებარე სოფლების - გუთურის, დაბლაციხის, ფარცხმის, ჩაისუბნის, გოგოლესუბნის, შუა ამაღლების, ამაღლების, გორაბერეჟოულის, ერკეთის, ზემო და შუა სურების, ბუკისციხის, დიდი ვანისა და სხვ. - 24 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრი გურიის რეგიონში რიგით მეექვსე იქნება. ცენტრები ფუნქციონირებს ლანჩხუთში, ნიგოითში, ხიდისთავში, ქვემო ნატანებსა და კოხნარში.

2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ასევე გაიხსნა ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანსა და ხარაგაულში. მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

► მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers