საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს 4 მილიონი პირბადე გადასცა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-10

ადგილობრივი წარმოების 4 მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ" შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს.

პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა, რომელიც პროდუქციას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აწარმოებს. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.