2020-07-28
28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება
✅ საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.
✅ C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა საქართველოში ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს.
✅ C ჰეპატიტის მკურნალობა დაიწყო 70 ათასი პაციენტმა, მათგან კურსი უკვე დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა და განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
✅ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები. ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც.
✅ საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა.
ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ შვიდ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს უკვე მეათეჯერ აღინიშნება.
► С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/ka/528/