ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-27

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.

სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ ფრანგული კომპანიების „პომას" და „ტექკაბელის" სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ, ბიზნესვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ჩამოვიდნენ.

✅ ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი. გრძელდება ბაგირის კიდევ ორი მიმართულების მშენებლობა, სადგურების ტესტირება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.

საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს.

„ტექკაბელის" და „პომას" ფრანგი სპეციალისტები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესით, 14 დღის განმავლობაში - 3 დღეში ერთხელ იტარებენ PCR ტესტირებას. ასევე, სამუშაოების წარმოებისას დაცულია საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია.