საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გავამარტივეთ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-07

სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გავამარტივეთ!

► სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების მისაღებად, საკმარისია ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ, სხვა თანამესაკუთრეებისგან მიღებული წერილობითი თანხმობის წარმოდგენა.

► თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე.

► ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.

ℹ აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწმონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

1501

www.arda.gov.ge