საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში  მე-5 ადგილზეა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-04-29

✅ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს.


✅ საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით - 2017 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით 74 ქულიდან გაზრდილია 82 ქულამდე. ასევე, გაუმჯობესება ფიქსირდება მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებითაც.
ჯამურად „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველომ 100-დან 81 ქულა მიიღო.

✅საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმის მიმართულებით, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების დანერგვის კუთხით. 2020 წლიდან უკვე ამუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი https://ebtps.mof.ge/, რომლის შედეგებიც ღია ბიუჯეტის კვლევაში ჯერ არ ასახულა.

✅ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება არასამთავრობო სექტორის მიერ - საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში ჩართულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".