2020-02-27
✅ მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს.
✅ უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის მშენებლობის დასაწყებად უკვე მობილიზებულია ტექნიკა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება და FIBA-ს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
► პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 179 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.
✅ კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება. ამ დროისთვის, საქართველო სრულ მზადყოფნაში იქნება ევრობასკეტის სამასპინძლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტის, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.