2020 წლის იანვარში, საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-12

✅ 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.

✅ 2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა 633 ათასს გადააჭარბა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.8%-ით გაიზარდა, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდამ კი +18.9% შეადგინა.

✅ მზარდია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა. იანვარში ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%,  ლიეტუვა +43.7% და სხვ.

✅ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 193 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 29 მლნ აშშ დოლარით ანუ 17.6%-ით მეტია.

► 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, შედეგად 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა. ადმინისტრაციის ორგანიზებით 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.

► საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდაCNN-ზე, National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე.  Wizz Ai-ის, Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე  წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა.