2020-02-06
► საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, სამშენებლო სექტორს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობა დაასრულოს ობიექტების მშენებლობა. გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.
► სამშენებლო ობიექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
► 2015 წელს დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილების შედეგად განახლდა არაერთი ობიექტის მშენებლობა.