ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-12

►იქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთისათვის ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს
►პროექტი ითვალისწინებს 1 000 000 კვ/მ ფართობის კომპლექსის აშენებას 140 ჰა ფართობის ტერიტორიაზე
►ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იქნება სახელმწიფო დაწესებულებები. ორივე პროექტს ფონდი ქართუ დააფინანსებს
►ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ფონდი ქართუ, ასევე, დააფინანსებს აკადემიურ პროექტებს
► საუნივერსიტეტო ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
►სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს