საქართველოს მთავრობა – სიახლეები

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

► ტენდერის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3,746,942 ევროს. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი
► მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ, როგორც უცხოურ, ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა
► გზის აღნიშნული მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა
► სტიქიის მიზეზების შესწავლისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ჩატარდა წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით
► კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად
► ტენდერი ტარდება „საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის" (International Competitive Bidding) პროცედურების შესაბამისად ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით
► დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://gov.ge/s/23fa0

#ინფრასტრუქტურა2016 #რეგიონები2016 #გზები2016 #13ივნისი