საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს გრანტის სახით 18 608 036 აშშ დოლარის ღირებულების ორ ვერტმფრენს გადმოსცემს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-11

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს, 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ფარგლებში, გრანტის სახით 18 608 036 აშშ დოლარის ღირებულების HUEY II-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს, - შესაბამისი განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

სამხედრო ვერტმფრენებს, რომლებსაც სამაშველო შესაძლებლობებიც ექნება, ქართული მხარე აშშ-ისგან ნაწილების მარაგთან, შესაბამის პუბლიკაციებთან და სწავლების მომსახურებასთან ერთად, 2018 წელს მიიღებს.