საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გამოიცა ალბომი «კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში» ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

ალბომში თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლისა (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი და სხვ.) უახლესი ფოტომასალა, ასევე ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა.


ალბომს „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში" თან ერთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ერთიანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მითითებით. ალბომის გამოცემა ემსახურება აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

 

ალბომის ელექტრონული ვერსია