საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზურაბ აბაშიძისა ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-05

საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები იყო განხილვის მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრაზე.

პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან არსებულ პრობლემებს და განიხილეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მათი ქვეყნების უცვლელი მხადაჭერა.