საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრი მოუწოდებს რუსთავი-2-ის საქმის დეპოლიტიზაციისკენ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-22

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა შემდეგი განცხადება:
„ჩემი მთავრობა უპირობო მხარდაჭერას უცხადებს მედიაპლურალიზმს, რასაც ცხადყოფს ბოლო წლებში საქართველოს გაუმჯობესებული მედიარეიტინგები. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ხორციელდება რუსთავი-2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ორი კერძო სუბიექტის სასამართლო დავის პოლიტიზირების მცდელობები.
სიხარულით აღვნიშნავ, რომ პროცესის მიმდინარეობის პერიოდში ტელევიზია განაგრძობს მაუწყებლობას. სასამართლო პროცესში ბოლო სიტყვა ეკუთვნის დამოუკიდებელ სასამართლოს დამოკიდებული და დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებით ამ საკითხით სპეკულირება.
მოვუწოდებ სასამართლოს, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის სრული გამჭვირვალობა და გამოვთქვამ იმედს, რომ პროცესი დროულად დასრულდება და ეს წამყვანი მედიასაშუალება მალევე დაუბრუნდება მუშაობის ნორმალურ რეჟიმს".