საქართველოს მთავრობა – სიახლეები

კამპანია „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-30

  

კამპანიის მიზანია მოსწავლეებში გზაზე უსაფრთხო გადაადგილების, სიჩქარით გამოწვეული რისკების, უსაფრთხოების ღვედის მოხმარების და ალკოჰოლის ზეგავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

„საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება" კამპანიის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა წინანდლის საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩაატარეს.

მოსწავლეები გაეცნენ თეორიულ მასალას და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის მოწყობილ პრაქტიკული სახის საჩვენებელ სიტუაციებში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კამპანია - „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება" მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ჩართულობით ხორციელდება.