საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მოხალისეთა ფეისბუკ ჯგუფის გაუქმებაზე გამოძიება დაიწყო, მათ ადმინისტრატორებს კონსულტაციას CERT.GOV.GE გაუწევს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აქტიურად ჩაერთო ,,#13ივნისი მოხალისეთა საზოგადოების" ფეისბუკის ჯგუფის დაბლოკვის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მონიტორინგში და შესაბამისი ჯგუფის ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევს.


CERT.GOV.GE ჯგუფი დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაცია "FIRST-ს", რომელიც წარმოადგენს კიბერინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების ჯგუფების ფორუმს. მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა "ფეისბუკის" შესაბამის სტრუქტურებთან დამაკავშირებელი არხების მოძიება და დაბლოკილი გვერდების ადმინისტრატორებს მიეცათ რეკომენდაცია თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ "ფეისბუ
ს" არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"ასეთ შემთხვევებში "ფეისბუის" ადმინისტრაცია არ იძლევა ინფორმაციას თუ რა გახდა ამა თუ იმ გვერდის დაბლოკვის მიზეზი. ამისათვის საჭიროა იმ სამთავრობო უწყების ოფიციალური მიმართვა, რომელსაც საგამოძიებო პროცედურების ჩატარების უფლებამოსილება აქვს.


რაც შეეხება CERT.GOV.GE-ს, მონაცემთა გაცვლის სააგენტო მყისიერად დავუკავშირდა საერთაშორისო პარტნიორებს, ჩააყენეს საქმის კურსში და დაბლოკილი გვერდების ადმინისტრატორებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა ტიპის კომუნიკაცია უნდა დაამყარონ სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს აღნიშნული გვერდების აღდგენა.

#13ივნისის მოხალისეთა ჯგუფის "ფეისბუის" გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ დაბლოკა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, აღნიშნული გვერდების ე.წ. "დარეპორტებაა", რაც გულისხმობს სოციალური ქსელის ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდებას ყალბი გვერდის არსებობის შესახებ, რომელიც ცრუ და მავნე ინფორმაციას ავრცელებს".

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუ-გვერდი „13 ივნისი" და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.