საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თბილისის ზოოპარკს უცხოელი სპეციალისტები ეხმარებიან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18


თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მუშაობაში ჩაერთო ჩეხეთის სამი ქალაქიდან: პრაღის, ზლინისა და უსტინადან ჩამოსული სპეცილისტთა შვიდკაციანი ჯგუფი - ზოოპარკის ხუთი მომვლელი და ორი კურატორი.

იმ ადგილას, სადაც ადრე დათვების, ლომებისა და მაიმუნების ვოლიერები იყო, ამჟამად ჩეხეთიდან ჩამოსული სპეციალისტები მუშაობენ. ისინი
ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და გვერდში უდგანან.

მათთვის ადვილი წარმოსადგენია, რა ხდებოდა, რადგან მსგავსი ამბავი პრაღის ზოოპარკსაც 2002 წელს გადახდა თავს. თუმცა ვითარება პრაღაში განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ადიდებული მდინარე, რომელმაც პრაღის ზოოპარკი დატბორა, საათების განმავლობაში დიდდებოდა და ცხოველების ევაკუაცია მოეწსრო.