საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგაში, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-21

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

Guardian, El Mundo, Frankfurter Allgemeine Zeitung, La Vanguardia, - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებს დღეს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ.

მინისტრებმა ცნობილი მედიასაშუალებების 20-მდე ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხეს. ინტერვიუს მთავარი თემები საქართველოს ევროპული მისწრაფებები, რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები იყო.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური