საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გიორგი ამაშუკელი რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრებს მართა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-11

  

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს რუსთავში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეხვედრის შემდეგ გიორგი ამაშუკელი მხარის გუბერნატორთან და რუსთავის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. წელს რუსთავში ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. გარდა ამისა, ქალაქში შენდება ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება. აკადემიის ტერიტორიაზე განთავსდება 140 კაცზე გათვლილი სასტუმრო, 6 საფეხბურთო მოედანი, ხელბურთის, კალათბურთის და მინი ფეხბურთის მოედნები, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები და სამედიცინო ფიტნეს ცენტრი. პროექტის სრული ღირებულება 15 მილიონ ლარს აღწევს.