საქართველოს მთავრობა – სიახლეები

2012 წლის არჩევნებიდან დღემდე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-07

 

რა გაკეთდა მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე.

· ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას;

· შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო;

· განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა;

· ამოქმედდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები;

· შეწყდა პოლიტიკური მოტივით მოქალაქეთა დევნა;

· განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა;

· შეწყდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება;

· პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა მედია, სასამართლო, პროკურატურა, ბიზნესი;

· დღეს დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე;

· დასრულდა 84 ახალი ამბულატორიის მშენებლობა;

· დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია.

· სოლიდარობის ფონდის მეშვეობით ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა;

· საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი;

· სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 მილიონი ლარის დახმარება;

· საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი, 1 200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი;

· მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების მილიონ თექვსმეტი ათას შვიდასი კომპლექტი მიიღეს;

· უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება 52 000-ზე მეტ მოსწავლეს;

· უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო;

· გაიზარდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა.

· აშენდა 8 ახალი სკოლა, შენდება 9 ახალი სკოლა;

· 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკის 3,3%-იანი ზრდა, ხოლო 2014 წელს - 4.8%.

· 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან - 76%-ით, რუსეთთან - დაახლოებით 6-ჯერ (487,5%-ით).

· 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია,

· დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა;

· პირველად, საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში;

· იწყება პროექტის ,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას" სამუშოები;

· თბილისთან ახლოს შენდება ტექნოლოგიური პარკი;

· ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ;

· მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა;

· აქტიურად ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა;

· დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად კახეთის რეგიონში (81 წერტილში) მიმდინარეობს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი;

· გაკეთდა 55.4 კმ ახალი გზა და აშენდა 20 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 600 კმ გზას და 87 ხიდს;

· მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 მილიონ 605 ათას 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 მილიონ 835 ათას 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 მილიონ 579 ათას 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 მილიონ 704 ათას 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232 ათას 486 ლარის ღირებულების ვეტერინარული პრეპარატები;

· მოიხნა 427 ათას 765 ჰექტარი მიწის ფართობი;

· დაფინანსდა 119 ახალი საწარმო, 600-ზე მეტი საწარმო გაფართოებულია. მთლიანობაში გაცემულია 22 ათასზე მეტი სესხი, რომელთა ღირებულება 800 მილიონ ლარზე მეტია;

· ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდივიდუალურად ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში დაახლოებით 110 ათასი აბონენტი ჩაერთო და 88 ათასამდე ოჯახი გაზიფიცირდა;

· ელექტროფიცირდა 22 უშუქო სოფელი და უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ 6 დასახლებული პუნქტის ელექტრიფიცირების სამუშაოები;

· დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, მათ შორისაა, მუცო, დართლო, ჩაჟაში, ვარძია;

· კულტურული მემკვიდრეობების 19 ძეგლს ჩაუტარდა მასშტაბური სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები;

· საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100 ათასი ლარი;

· შემუშავდა და პარლამენტში გადაიგზავნა 200-მდე კანონპროექტი, მათ შორის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის ძალითაც არასრუწლოვანთათვის საქართველოში ინოვაციური სპეციალიზებული მართლმსაჯულების სისტემა ყალიბდება;

· სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებას, გაიხსნა 3 საზოგადოებრივი მისაღები;

. გაიხსნა 80 საწოლზე გათვლილი განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რომელშიც, ასევე, ფუნქციონირებს 57-ადგილიანი საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისათვის;

. პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. სამინისტრო ინარჩუნებს დეპოლიტიზების აღებულ კურსს, პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას და თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით;

. საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების