მიხეილ ბატიაშვილი დაიბადა 1971 წლის 21 ნოემბერს. მიხეილ ბატიაშვილი

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;

1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, ეკონომიკური რეფორმების ცენტრის (მსოფლიო ბანკის პროექტი) - დირექტორის მოადგილედ;

1998 წლიდან 2002 წლამდე იყო „ბიზნეს კონსალტინგის" დირექტორი;

2002 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს დირექტორის მოადგილე, ევროპის საბჭოს „გრეკოს კომიტეტი" - კომიტეტის წევრი;

2005 წლიდან დღემდე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (SAI GLOBAL) საერთაშორისო აუდიტორი;
2010 წლიდან დღემდე ასოციაციის - GLOBAL STAR დამფუძნებელი;

2011-2015 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - ბიზნესისსკოლის დეკანი;

2016 წლის ივნისიდან დღემდე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი;

მიხეილ ბატიაშვილს გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; ასევე, სხვადასხვა პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.