დავით სერგეენკოდავით სერგეენკო

დაბადების თარიღი: 1963 წლის 25 სექტემბერს.


განათლება:

1991 წ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ინტენსიური თერაპიის მიმართულებით;

1987 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.


კვალიფიკაციის ამაღლება:

07/2006 წ. - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. თბილისი, საქართველო;

06/2005 წ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში. თბილისი, საქართველო;

2003 წ. ოფშორული მედიცინის კვალიფიკაცია. აბერდინი, გაერთიანებული სამეფო;

2001 წ. პედიატრიული კარდიორეანიმაცია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო;

05-06/1999 წ. - ანესთეზია - ინტენსიური თერაპიის კვალიფიკაცია. ბერლინის გულის ინსტიტუტი.

მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში.


სამუშაო გამოცდილება:

25/10/2012 წ. - დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

2006- 2012 წწ. საჩხერის სამედიცინო ცენტრი, გენერალური დირექტორი;

2002-2006 წწ. "MediClubGeorgia" - სამედიცინო მენეჯერი;

1997-2006 წწ. ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;

1995-1997 წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. სამედიცინო სამსახურის უფროსი;

1992-1993 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალები. საავიაციო პოლკის ექიმი;

1989-1992 წწ. რუსთავის სამშობიარო სახლი, ექიმი-ნეონატოლოგი;

1987-1989 წწ. სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი.


ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.