საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

სახელმწიფო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა განიხილეს წლიური ეროვნული პროგრამის ნატო-ს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი. ასევე განისაზღვრა მომავალი წლის ეროვნული პროგრამის პრიორიტეტები და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები.
როგორც ნატო-ს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტის განხილვისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ შესრულებული წლიური სამოქმედო გეგმა ნატო-ს მიერ შეფასდა, როგორც ყველაზე კარგი გასული ხუთი წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური